საქართველოში კორონავირუსი 471 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამთავრობო ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დადასტურებული COVID-19-ის ახალი 471 შემთხვევიდან უმრავლესობა, 360 აჭარაში გამოვლინდა. თბილისში 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, იმერეთში 11, ქვემო ქართლში 6, კახეთში 6, გურიაში 5, მცხეთა-მთიანეთში 3, ხოლო სამცხე ჯავახეთში 1 შემთხვევა დადასტურდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 936 PCR ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3992 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. რაც შეეხება, კოვიდ სასტუმროში მყოფ პირებს მათი რაოდენობა - 1100-ს შეადგენს.